თუმანიშვილი გიორგი იესეს ძე (6. III. 1839, სოფ. ხელთუბანი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 30. V. 1901, ჟიტომირი, უკრაინა), რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი (1901). ინჟინერ-გენ. ნ. ი. თუმანიშვილის ძმა განათლება მიიღო პირველ კადეტთა კორპუსში. სამხ. სამსახურში იყო 1857-იდან, რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877–78) დროს მეთაურობდა კავკ. პირველ მესანგრეთა ბატალიონს. 1887 მიენიჭა გენ.-მის წოდება. 1887–89 მეთაურობდა სარკინიგზო ბრიგადას, 1889–96 – მე-5 მესანგრეთა ბრიგადას, 1896– 97 – 32-ე ქვეით დივიზიას. 1896იდან მიენიჭა გენ.-ლ-ის წოდება.
დაჯილდოებულია წმ. ანას I, წმ. სტანისლავის I, წმ. ვლადიმირის, სხვადასხვა ხარისხისა და პრუსიის გვირგვინის III ხარისხის ორდენებით.
ლიტ.: Г о г и т и д з е М., Грузинский генералитет (1699–1921), К., 2001.
მ. გოგიტიძე