თუმანიშვილი დიმიტრი გიორგის ძე (1821–88), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1884). მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომებში. 1877 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1883-მდე მსახურობდა ალექსანდროპოლის ციხის სახაზო ბატალიონის მეთაურად. დაკრძალულია თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის ვერის რუს. ეკლესიის გალავანში.
მ. გოგიტიძე