თუმანიშვილი მიხეილ გიორგის ძე (22. VII. 1848, სოფ. ხელთუბანი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 30. III. 1905, სანქტ-პეტერბურგი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1902). გენ.-ლ. ნ. გ. თუმანიშვილის ტყუპისცალი. 1866 დაამთავრა ნიკოლოზის კადეტთა კორპუსი, 1868 – ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. სამხ. სამსახურში იყო 1868-იდან. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში. 1889–95 იყო დაღესტნის ოლქის ყაზი-ყუმუხის მხარის უფროსი. მისი შემდგომი მოღვაწეობა დაკავშირებულია რკინიგზის ჟანდარმერიასთან. 1895–96 იყო სამარის, 1896–1902 – ფინეთის რკინიგზის ჟანდარმთა საპოლიციო სამმართველოს უფროსი, 1902–05 – პეტერბურგ-ვინდავის რკინიგზის ჟანდარმთა საპოლიციო სამმართველოს უფროსი.
დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის, აგრეთვე უცხოეთის ორდენებით.
დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში, სმოლენსკის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.
მ. გოგიტიძე