თუმანიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე

თუმანიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (13. II. 1868, თბილისი, – დაახლ. 1921), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1914). დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი. არმიაში მსახურობდა 1885-იდან. იყო რუსეთ-იაპონიისა (1904–05) და I მსოფლიო (1914–18) ომების მონაწილე. 1910–13 იყო მე-15 მესანგრეთა ბატალიონის უფროსი. 1918–21 მსახურობდა ქართ. ჯარში. დაჯილდოებულია წმ. ანას I, წმ. სტანისლავის I, წმ. ვლადიმირის III ხარისხის ორდენებით.

მ. გოგიტიძე