თულაშვილი გიორგი ლევანის ძე (1.VI. 1867 – დაახლ. 1918), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917). დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და მოსკოვის ალექსანდრეს სამხ. სასწავლებელი. 1884-იდან იყო სამხ. სამსახურში. 1894 მსახურობდა კურინის 79-ე ქვეით პოლკში, 1897–1900 – უმცრ. ოფიცრად მოსკოვის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში. 1900–03 იყო იმავე სასწავლებლის ადიუტანტი, 1904–14 – ალექსის სამხ. სასწავლებლის ასეულის მეთაური. 1910 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). 1916-იდან იყო იზმაილოვის ინვალიდთა სახლის უფროსი. დაკრძალულია მოსკოვში, გერმანელთა სასაფლაოზე. დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. სტანისლავის, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
მ. გოგიტიძე