თულაშვილი ვახტანგ დიმიტრის ძე

თულაშვილი ვახტანგ დიმიტრის ძე (6. XI. 1834, სოფ. ზირბითი, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, – 9. XII. 1910, თბილისი), ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საზ. მოღვაწე. 1861-იდან დაუახლოვდა ი. ჭავჭავაძეს. წვლილი შეიტანა ჟურნ. „საქართველოს მოამბისა" და გაზ. „დროების" დაარსებაში. თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებთან („ივერია", „მოამბე" და სხვ.), სადაც აქვეყნებდა კრიტ.-პუბლიც. წერილებს სახ. განათლების, ისტ. და ჟურნალისტიკის სხვადასხვა საკითხებზე. თ. იყო „ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ-ერთი დამაარსებელი და „ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი. მან ამაგი დასდო ქართ. თეატრის აღდგენის საქმეს.

ლიტ.: კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე  ა., ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, III, თბ., 1985; კ ე კ ე ლ ი ძ ე  მ., ვახტანგ თულაშვილი, თბ., 1980; Пурцеладзе А., Наши общественные дела и участие в них Вахтанга Тулаева, «Закавказская речь», 1911, №№ 256, 257; 1912, №№ 131, 132, 136, 138.

ნ. ალანია