ბჟინევი

ბჟინევი, სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუნევის თემში (იმერეთის რეგიონი), მდ-ების ძირულისა და ჩხერიმელის წყალგამყოფის ჩრდ. კალთაზე (მთა ტყემთის ჩრდ.-დას. კალთის ძირას), მდ. ძირულის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 820 მ, ხარაგაულიდან 40 კმ, ძირულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 32 კმ. 49 მცხ. (2014). აზბესტისა და მარმარილოს საბადოები.

ბ-ს ვახუშტი ბატონიშვილი მოიხსენიებს „ბჟინევის ხევის“ სახელწოდებით. დამოწმებულია აგრეთვე 1744 შედგენილ გივი ამილახვრის პირობის წიგნში. გვიანდ. შუა საუკუნეებში ბ. შედიოდა ხეფინისხევის შემადგენლობაში. სოფელში დგას XX ს. დასაწყისში აგებული ეკლესია, სოფლის სამხრ.-აღმ-ით კი – შუა ფეოდ. ხანის „ტბეთის“ წმ. გიორგის ეკლესია. სახელწ. დაკავშირებულია ტბასთან, სადაც არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე აწამეს არაბებმა.

თ. ბერაძე