ბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი

ბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი (გ. 1692), პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის მსაჯულთუხუცესი (მდივანბეგი) 1688–92, ერეკლე I-ის მხარეზე იბრძოდა გიორგი XI-ის წინააღმდეგ. დვალეთში არჩილ II-ის ვაჟების შესაპყრობად გაგზავნილ ლაშქარს მეთაურობდა. 1691 გიორგი XI-ს მიემხრო, რ-ის დავალებითაც ცდილობდა იმერეთის ტახტზე არჩილ II-ის განმტკიცებას. 1962 ბ. ა. ე. გიორგი XI-ის ლაშქარს მეთაურობდა, რ-საც კახეთი უნდა შემოერთებინა. სოფ. ნინოწმინდასთან ბრძოლაში ქართლის ლაშქარი დამარცხდა, თვით ბ. ა. ე. კი მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973, გვ. 92–94.

ლიტ.: გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955.

გ. ჯამბურია