თომაძე პეტრე ალექსანდრეს ძე (13. II. 1917, ხაშური, – 13. V. 1996, თბილისი), ოპერის მომღერალი (ბანი), საქართვ. დამს. არტისტი (1963). 1951 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ს. ინაშვილის კლასი). 1951–77 იყო ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის სოლისტი. ორ ათეულზე მეტი წლის განმავლობაში წარმატებით ასრულებდა თეატრის რეპერტუარის წამყვან პარტიებს, რ-თაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა აბიო, ცანგალა (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი", „დაისი"), მაკარი (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე"), ხევისბერი (ო. თაქთაქიშვილის „მინდია"), ქორა მახვში (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება"), მეფე (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი"), გრემინი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი"), კონჩაკი (ა. ბოროდინის „თავადი იგორი"), ტკაჩენკო (ს. პროკოფიევის „სემიონ კოტკო"), პიმენი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი"), პ. თომაძე „ჯადოქარი“. მ. თომაძე ბაზილიო (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი") და სხვ. 1977-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალურ ინ-ტში და თბილ. II სამუს. სასწავლებელში.
მ. კოჭლავაშვილი