ბარი, ქართული (აჭარული) ხალხური საფერხულო წყობის ცეკვა-თამაში, რ-შიც მონაწილეობენ მხოლოდ მამაკაცები. ისინი ხელიხელჩაკიდებულები ეწყობიან ერთ მწკრივში. მწკრივის თავში მდგომს (მეთაურს ხელში ჯოხი უჭირავს. ცეკვა-თამაშის ყველა მონაწილე მოძრაობს და უსიტყვოდ იმეორებს იმ საცეკვაო ილეთებს (სვლა, სირბილი, ჩაკვრა, ჩამუხვლა, ბუქნი და სხვ.), რ-საც სთავაზობს მეთაური. თუ რომელიმე მათგანმა შეიგვიანა ან შეცდომით შეასრულა მეთაურის ნაკარნახევი მოძრაობა, ჯოხის დაკვრით ისჯება. აღწერილი ცეკვა-თამაში „ბ-ის“ სახელწოდებით უმთავრესად ხულოს მუნიციპ. გვხვდება. ხიხაძირში მას „ოჰიო ნანო“ ჰქვია, მესხეთში – „ლალოინი“. ბ-ს ხშირად ქორწილში ცეკვავდნენ მიძინებული მაყრიონის გამოსაფხიზლებლად.
ა. თათარაძე