კანდელაკი ალექსანდრე ეპიფანეს ძე

კანდელაკი ალექსანდრე ეპიფანეს ძე [17(29). IV. 1885, ქუთაისი, – 14. VII. 1966, თბილისი], თერაპევტი. სა­ქართვ. დამს. ექიმი (1946). საექიმო-შრომითი ექსპერტიზის ერთ-ერთი ფუძემდებელი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

1912, მოსკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ მუშა­ობ­და სანქტ-პეტერბურგის ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკის ორდინატორად. I მსოფლიო ომის დროს გაჰყვა წითელი ჯვრის ჰოსპიტლის შემადგენლობას ფრონტის განაპირა ქალაქებში. იყო მოსკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტის ჰოსპიტალური თერაპიის კა­თედრის თანამშრომელი (1916–19), ქ. თბილისის რკი­ნი­გზის სამედ. სამსახურის მთ. ექიმი (1919–20), ქალაქის I საავადმყოფოს თერაპიული განყ-ბის გამგე (1921–66).

მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: გამცემლიძე მ., ლაბაძე რ., ალექსანდრე კანდელაკი, თბ., 1972.