კანდელაკი ანდრო ვალერიანის ძე

ა. ვ. კ ა ნ დ ე ლ ა კ ი. „ტელეფონი".

კანდელაკი ანდრო ვალერიანის ძე (15.III. 1916, პეტროგრადი, – 21.VI. 1988, თბილისი), მხა­ტვარი, გრაფიკოსი. სა­ქართვ. დამს. მხა­ტვა­რი (1965). დაამთავრა თბილ. რკი­ნი­გზის ტრანსპორტის ინჟინრების ინ-ტი (1946). ცნობილია როგორც კარიკატურისტი. 1952–88 თანამშრომლობდა ჟურნალ „ნიანგთან" და შექმნა მძაფრი სატირითა და ლაღი იუმორით გამსჭვალული კარიკატურების სე­რიები, რ-ებიც ზუსტად და ლაკონუ­რად ასახავდა კონკრეტულ მოვლენასა თუ სიტუაციას. ავტორია პორტრეტებისა, რ-ებიც გამოირჩევა პიროვნების გარეგნული ნიშან-თვისებების ხაზგასმით.