კანდელაკი გაიოზ ვახტანგის ძე (დ. 27. VI. 1945, თბილისი), მუსიკალურ ღონისძიებათა ორგანიზატორი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1982). 1976 დაამთავრა მოსკოვის კულტ. მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების ინ-ტი. 1971–74 იყო თავისივე დაარსებული საქართვ. ახალგაზრდული შემოქმედებითი კლუბის პრეზიდენტი, 1974–77 – თბილ. თეატრ "მეტეხის" დირექტორი, 1977–84 – საერთაშ. ჯაზ/როკ ფესტივალის დამაარსებელი და ორგანიზატორი საქართველოში, საქართვ. ფილარმონიის დირექტორი, 1978 – თბილისში ჩატარებული პირველი ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორი, 1977–82 – ჯაზ-ვოკალის საერთაშ. ფესტივალის ჟიურის წევრი (ზამოჟჩი, პოლონეთი), 1982–87 – სსრკ-ის გრამფირფიტების ფირმა „მელოდიის" თბილ. სტუდიის დირექტორი, 1996 – თბილისის მერიის ორკესტრის, „ბიგ-ბენდის" დამაარსებელი და მთ. კონსულტანტი, 2006 – რადიო „სინდიკატის" თანადამფუძნებელი, 1987–2006 – კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის გენ. დირექტორი, პარალელურად – მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის მთ. კონსულტანტი. 1997 იყო მ. თუმანიშვილის სახ. ხელოვნების საერთაშ. ფესტივალ „საჩუქრის" იდეის ერთ-ერთი ავტორი და ხელმძღვანელი; კომპანია „ისტერპრომოუშენის" ერთ-ერთი დამაარსებელი (1997).
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998, 2005). მიღებული აქვს საქართვ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი" (2015). თბილისის საპატიო მოქალაქე (2018).