კანდელაკი გიორგი თარაშის ძე

გ. კანდელაკი

კანდელაკი გიორგი თარაშის ძე (დ. 10. IV. 1974, სოფ. ვარიანი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი, მოკრივე. მსოფლიო ჩემპიონი ზემძიმე წონაში (ბუდაპეშტი, 1997), ევროპის ჩემპიონი (1993), მსოფლიო ჩემპიონატის II პრიზიორი (1993); მსოფლიო ჩემპიონი კრივში იუნიორთა შორის (1992); მსოფლიო თასის II პრიზიორი (1994); პროფესიონალი მოკრივე (1997-იდან). ჩაატარა 24 შეხვედრა, მოიგო 24-ვე, მ. შ. 18 ნოკაუტით. მსოფლიო ჩემპიონი WBU (ჭორლდ ბოხინგ უნიონ) ვერსიით (2002–04). სა­ქართვ. წლის საუკეთესო სპორტსმენი (1997). დაამთავრა გორის პედ. ინ-ტის ეკონ. ფაკ-ტი (1997). სპორტულ კლუბ „ჩემპიონის" დამფუძნებელი (1999). სა­ქართვ. პროფესიული კრივის ფედერაციის პრეზიდენტი (2002). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).