კანდელაკი ევგრაფ იაკინთეს ძე (28. VIII. 1917, სოფ. ნიკორწმინდა, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 17. V. 2013, თბილისი), ინჟინერ-ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1969). 1950 დაამთავრა თსუ-ის მრეწვ. ეკონომიკის ფაკ-ტი. 1952–60 მუშაობდა საქართვ. სას.-სამ. ინტში პოლიტეკონომიის კათედრაზე; 1960-იდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა სამეცნ. და პედ. მოღვაწეობას სპი-ში (ამჟამად – სტუ), იყო პოლიტეკონომიის (შემდგომში – ეკონ. თეორიისა და მარკეტინგის) კათედრის დოცენტი, პროფესორი, კონსულტანტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–45).
კ. მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და ორი გამოგონების ავტორია. მისი შრომები ეხება მინერ. ნედლეულის ეკონომიკის, უმაღლესი განათლების ორგანიზაციის, საერთაშ. ეკონ. ურთიერთობების, საქართველოს მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებისა და სხვა პრობლემებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა მეტალურგიის დარგში. ფუნდამენტური ნაშრომი მიუძღვნა შავი მეტალურგიის ეკონომიკურ პრობლემებს საქართველოში. მან ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ზესტაფონის ფეროშენადნობების წარმოების ეკონომიკა. მისი მონაწილეობით შემუშავებულია და დანერგილია ადგილ. ქალცედონების გამოყენებით ფეროშენადნობების მიღების ახ. ტექნოლოგია. მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები და ღირსების ორდენი (2000).
თხზ.: შრომის მეცნიერული ორგანიზაციის ზოგიერთი საკითხი უმაღლეს სკოლაში, თბ., 1971; ჩინეთის ფენომენი და თანამედროვეობა, თბ., 1997; Экономические проблемы черной металлургии Грузинской ССР, т. 1–2, Тб., 1968–69.