კანდელაკი ვალერიან ანტონის ძე

ვ. კანდელაკი

კანდელაკი ვალერიან ანტონის ძე [22.VIII (3.IX). 1881, სოფ. გამოჩინებული, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 4. III. 1944, თბილისი], მეღვინე. შექმნა სუფრის სამარკო ღვინოები: „მანავის მწვანე", „ყვარელი №50"; შემაგრებული ღვინოები: „სალხინო", „კარდანახი", „საამო", „ნაგა" და სხვ. კ-მა პირველმა დაამზადა კაჰორის ტიპის ღვინო საფერავის ყურძნისაგან; დანერგა პასტერიზებული ყურძნის წვენის წარმოება; არის ვაზის ჯიშის –„ხიხვის" აღდგენის ინიციატორი. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.