კანდელაკი ვალერიან ლაზარეს ძე

ვ. კანდელაკი

კანდელაკი ვალერიან ლაზარეს ძე (19. VII. 1918, სოფ. სუფსა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 22. IV. 1983, თბილისი), დრამატურგი. სა­ქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961), თბილისის საპატიო მოქალაქე (1982). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკტი (1940). მისი პირველი პიესა "ბაბუა თევდორე" 1944 დაიდგა, პირველი წიგნი „ამაღლებული სოფელი" 1952 გამოქვეყნდა. XX ს. 50-იანი წლებიდან იდგმებოდა კ-ის პიესები: „სარეველა" (1953), „მაია წყნე­თელი" (1955, 1956), „ქარ­თლის ჩირაღდნები" (1960), „ნაკრძალში" (1966), „დრო – 24 საათი" (1970), „გრძელი დღე" (1974), „აიეტი" (1975) და სხვ. ავტორია კინოსცენარისა „მაია წყნეთელი" (1959), სატელევიზიო პიესებისა „მოლოდინი" (1967) და „იხატებოდა სურათი" (1968).

თხზ.: სამი პიესა, თბ., 1966; დონ კიხოტი სა­ქარ­თვე­ლო­ში. აეტი, თბ., 1975.