კანდელაკი ვლადიმერ არკადის ძე

კანდელაკი ვლადიმერ არკადის ძე [16(29). III. 1908, თბილისი, – 10. III. 1994, მოსკოვი], მომღერალი (ბანი-ბარიტონი) და რეჟისორი. სსრკ სახ. არტისტი (1970), სტა­ლინური პრემიის ლაურეატი (1952). 1928 დაამ­თავრა თბილ. კონსერვატორია (ე. ვრონსკის კლასი), 1933 – მოსკოვის თეატრ. ხელოვნების სა­ხელმწ. ინ-ტის სარეჟ. ფაკ-ტი (პედაგოგები – მ. ვლა­დიმიროვა და ბ. მორდვინოვი). 1929-იდან იყო კ. სტანისლავს­კისა და ვ. ნემიროვიჩდანჩენკოს სახ. მუს. თეატრის სოლისტი, პარალელურად (1954– 64) - მოსკოვის ოპერეტის თეატრის მსა­ხიობი და მთ. რეჟისორი. კ-მა შექმნა კომედიური და დრამ. სახე­ები: სტეფანი (ი. შტრაუსის "ბოშათა ბარონი"), საქო (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), სულთანბეგი (უ. ჰაჯიბეკოვის „არშინ-მალა­ლან"), ტარასი (დ. კაბალევსკის „ტარასის ოჯახი"), სალიერი (ნ. რიმსკი-კორსაკოვის „მოცარტი და სალიერი") და სხვ. 1943 თბილისში მისი რეჟისორობით დაიდგა ჟ. ოფენბახის „პერიკოლა"(ოპერისა და ბალეტის თეატრი), ხოლო 1950 მოსკოვში – ვ. დო­ლიძის „ქეთო და კოტე" (ნ. კემარსკაიასთან ერთად) და სხვ.