კანდელაკი თეიმურაზ ელიზბარის ძე

თ. ე. კანდელაკი

კანდელაკი თეიმურაზ ელიზბარის ძე (დ. 19. VIII. 1941, თბილისი), სატყეო მეურნეობის ინჟინერი, ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1988), სა­ქართვ. საინჟინრო აკად. ­ნამდვ. წევრი (2011). სა­ქართვ. დამს. მეტყევე (2001), სა­ქართვ. მეტყევეთა ასოციაციის პრეზიდენტი (2010). ადგილ. მერქნის შემცვლელი ნედლეულის სამრეწვ. გამოყენების ერთ-ერთი მკვლევარი. დაამთავრა სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტის სატყეო-სამ. ფაკტი (1964). 1965-იდან მუშაობს სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტში, იყო სამეცნ.-კვლ. სექტორის უფროსი (1974–83), სატყეო ეკონომიკის, ტაქსაციისა და ხეტყის დამზადების კა­თე­დრის გამგე (1983– 2006), რეორგანიზაცი­ის შემდეგ – მეტყევეობის, ლანდშაფტური დაგეგმარებისა და სატყეო მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი (2006–07), სა­ქართვ. აგრ. უნ-ტის სატყეო დეპარტამენტის უფროსი (2007–11), 2011-იდან ამავე დეპარტამენტის სრული პროფესორია. 1997–2001 იყო სა­ქართვ. სატყეო მეურნეობის სა­ხელმწ. დეპარტამენტის თავ-რის მო­ად­გილე. არის სა­ქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის სა­ქართვ. მთიანეთის პრობლემების კომპლ. შესწავლის კომისიის წევრი (2011-იდან), სა­ქართვ. პარლამენტის გარემოს დაცვისა და რესურსების კომიტეტის სამეცნ.-საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2013-იდან), რამდენიმე საერთაშ. ჟურნალის რედკოლეგიის წევრი.

კ. მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორია, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების. გამოქვეყნებული აქვს შრომები სსრკ-სა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. მისი სამეცნ. შრომები ეხება ტყის რესურსების გამოყენების, სატყეო სექტორის ეკონომიკის, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და მერქნის შემცვლელი ნედლეულის სამრეწვ. ათვისების პრობლემებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

თხზ.: სა­ქარ­თვე­ლოს მერქნული ენერგეტიკული რესურსების პოტენციალი და მისი ეფექტიანი გამოყენება, თბ., 2010; სატყეო მარკეტინგი (სახელმძღვანელო), თბ., 2010; Проблемы промышленного освоения местных ресурсов – заменителей древесного сырья, Тб., 1985; Forest Resources of Europe, CIS, North America, Australia, Japan and New Zealand. – UN-ECE/FAO Contribution to the Global Forest Resources Assessment 2000. Main Report, N. Y. – Geneva, 2000.

ლ. აბრამი­შვი­ლი