კანდელაკი თეოფილე იოსების ძე

თ. კანდელაკი ოჯახთან ერთად

კანდელაკი თეოფილე იოსების ძე [3 (15). III. 1855, სამტრედია, – 17. X. 1931, გორი], პედაგოგი, პუბლიცისტი, ქარ­თველ­თა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა I გიმნაზია (1873) და პედ. სასწავლებელი (1878). 1878–80 მუ­შა­ობ­და ქუთაისის სას. სემინარიაში. 1880-იდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გორში. 1898- იდან აქტიურად მონაწილეობდა ქარ­თველ­თა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის მუშაობაში. 1922 დაბა მეჯვრისხევში დააარსა მუშათა სკოლა, რ-საც ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და 1930-მდე. კ. ავტორია საყმაწვილო ლექსებისა; იბეჭდებოდა ჟურნ. "ნაკადულსა" და "ჯეჯილში".

თ. ალიბეგა­შვი­ლი