კანდელაკი ირაკლი ისაკის ძე

ი. კანდელაკი

კანდელაკი ირაკლი ისაკის ძე (27. IX. 1901, თელავი, – 22. VII. 1970, თბილისი), კინორეჟისორი. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1965). 1932 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯი­შვი­ლის სახ. კონსერვატორია ვოკალის განხრით. 1932–36 მუ­შაობ­და სა­ქართვ. "სახკინმრეწვში" რეჟისორის თა­ნა­შემ­წედ. 1937–70 იყო „თბილისის კინოსტუდიის" ქრონიკის სექტორისა და სა­ქართვ. ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმების სტუდიის წამყვანი რეჟისორი. გადაიღო სა­ქართვ. საზ.-პოლიტ. და კულტ. ცხოვრების მნიშვ­ნე­ლო­ვან მოვლენათა ამსახველი 200-ზე მეტი სიუჟეტი, 100-ზე მეტი დოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმი, მ.შ. აღსანიშნავია: „აფხაზეთში" (1938), „თბილისი" (1939), „ბედნიერი თაობა" (1940), „შემოდგომა კა­ხეთ­ში", „აყვავებული აფხაზეთი" (ორივე – 1941), „ამიერკავკასიის ხალხთა ფიცი" (შ. ჩაგუნავასთან ერთად), „კავკასიის დასაცავად" (ორივე – 1942), „ჰიტლერული ავანტიურის დასასრული კავ­კა­სიაში", „საბჭოთა ჯარების დარტყმა ორჯონიკიძის მისადგომებთან" (ორივე – 1943), „ქართვე­ლე­ბი ირანში. ფერეიდანი" (1944), "საინგილო" (1945), „საუკუნის მეოთხედი" (1946), „შემოდგომა სა­ქარ­თვე­ლო­ში" (1947), „ოსეთის სამხედრო გზა" (1949), „საბჭოთა შამპანური" (1950), „სამხრეთ ოსეთი", „სამგორი" (ორივე – 1951), „ამბავი სოფელ ნატანებისა" (1954), „მზიურ მხარეში" (ფილმი კონცერტი, 1957), „უძველესი ქალაქის გაზაფხული", „ქალაქი ზეიმობს" (ორივე 1958), „მტკვრის კვალდაკვალ" (1959), „წლის დრონი სა­ქარ­თვე­ლო­ში" (1959), „სა­ქარ­თვე­ლოს სამხედრო გზაზე" (1960), „ქარ­თული ფუტკარი" (დიდი პრიზი „ბროლის გლობუსი", მეფუტკრეობისადმი მიძღვნილი ფილმების საერთაშ. კინოფესტივალი, პრაღა), „სამგორის მიწაზე", „სიონის კაშხალი", „ორი ძეგლი" (ყველა – 1962), „ჩაძირული ქალაქის საუნჯენი. დიოსკურია" (1963), „იზმირის საერთაშორისო ბაზრობა", „მოგზაურობა წარსულში", „მოთხრობა კალმახზე" (სამივე – 1965), „აქარ­თვე­ლოს მაღალმთიანი ტბები" (1966), „თბილისი და ყვავილები" (1967), „სხივური წყალსაღები", „თეირანის შთაბეჭდილებანი" (ორივე – 1968), „ისპაჰანი, შირაზი, პერსეპოლისი", „სურნელოვანი პლანტაციები" (ორივე – 1969) და სხვ.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მ. კერესელიძე