ბაკხი, უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში სვანეთის ქედის ჩრდ.-დას. განშტოება – ბაკხილდის ქედზე. სიმაღლე ზ. დ. 2723 მ.
გადასასვლელი ენგურის ხეობიდან ლაილჭალის ხეობაში. ბ-ის მიდამოები აგებულია ტრიასული და ზედაპალეოზოური თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და კონგლომერატებით. კალთები შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით.