კანდელაკი ლალი ჯემალის ასული

ლ. კ ა ნ დ ე ლ ა კ ი. ჩელიტა, სცენა ბალეტიდან "დონ-კიხოტი".

კანდელაკი ლალი ჯემალის ასული (დ. 10. X. 1972, თბილისი), ბალერინა. ედინბურგის (ინგლისი, 1999, I პრემია) და ვარნის (ბულგარეთი, 2000, I პრემია და ოქროს მე­და­ლი) საერთაშ. პრემიების ლაურეატი. 1990 დაამთავრა ვ. ჭაბუკიანის სახ. თბილ. სა­ხელმწ. ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები: მ. გრიშკევიჩი, ნ. დიდებულიძე, ვ. ჭაბუკიანი). 1990–97 თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო. მისი დებიუტი შედგა ს. პროკოფიევის ბალეტ „კონკიაში" (ბალეტმაისტერი – გ. ალექსიძე). 1997–2003 – თურქეთის (ქ. მერსინი), 2003 – უნგრეთის (ქ. ბუდაპეშტი), 2004- იდან თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტია. გამოირჩევა ვირტუოზული ტექნიკით, ჰაეროვანი ნახტომით, ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი "ტრიალით", დიდი „ბიჯით", მოძრაობის კანტინელური კოორდინაციით, არტისტიზმით. შესრულებული პარტიებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ოდეტა-ოდილია, დაშა (პ. ჩაიკოვსკის „გედების ტბა", „მაკნატუნა"), ჟიზელი (ლ. ადანის „ჟიზელი"), ჯულიეტა (ს. პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტ"), ბესი (ჯ. გერშვინის „პორგი და ბესი"), ლაურენსია (ა. კრეინის „ლაურენსია"), ჩელიტა (ი. მინკუსის „დონ-კიხოტი"), ჯავარა (დ. თორაძის „გორდა"). მონაწილეობდა გ. ალექსიძის ბალეტების ყველა პრემიერაში. განსაკუთრებით გამოირჩეოდა „სიმფონიურ ცეკვებში". 2003-იდან ნ. ანანია­შვი­ლის დასის პრიმა-ბალერინაა. გასტროლებით შემოიარა საბერძნეთი, ინგლისი, გერმანია, ავსტრია, კორეა, შვედეთი, ჩინეთი, იაპონია (ანხელ კორეასთან ერთად). 2011– 13 იყო საბალეტო დასის გამგე.

დაჯილდოებულია ღირსების ორ­დენით (2004).

ლიტ.: ნ ა დ ა რ ე ი ­შ ვ ი ­ლ ი  ლ., ქართული ბალეტი, თბ., 2010.

ბ. ბარამიძე