კანდელაკი მემნონ დავითის ძე [16 (28). IV. 1897, სოფ. ნაბოსლევი, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 22. IV. 1972, თბილისი], თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1941), პროფესორი (1943), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967).
1924 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1930 მუშაობა დაიწყო თსსი-ში, სადაც 1943–54 ხელმძღვანელობდა ინფექციურ სნეულებათა კათედრას, 1954–57 – შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრას, ხოლო 1957–72 – საფაკულტეტო თერაპიის კათედრას.
კ. იკვლევდა სამხარეო პათოლოგიას, ახ. სამკურნ. პრეპარატების მოქმედებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა კლინიკას, მკურნალობას და სხვ.
თხზ.: ღვიძლის ციროზის კომპლექსური თერაპია, თბ., 1960; Материалы к фармакологической характеристике периплоцина, Сбოрник трудов Тбилисского химикофармацевтического н.-и.ин-та, Тб., 1941.