კანდელაკი სიმონ პლატონის ძე [1 (13). IX. 1887, სოფ. კულაში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 25. II. 1966, თბილისი], პარაზიტოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1936), პროფესორი (1936), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1941). 1913 დაამთავრა იურიევის (ახლანდ. ტარტუ) უნტის სამედ. ფაკ-ტი. 1921–38 იყო ს. ვირსალაძის სახ. ტროპ. მედ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი. 1930–42 განაგებდა ტროპ. სნეულებათა კათედრას თსი-ში, ხოლო 1935–38 – იმავე კათედრას (პარალელურად) ექიმთა დახელოვნების ინ-ტში. კვალიფიკაცია აიმაღლა რომში, ლონდონში, პარიზსა და ჰამბურგში.
კ. ძირითადად სწავლობდა ტროპ. მედ. პრობლემებს; დაასაბუთა მალარიასთან ბრძოლაში ზოოპროფილაქტიკის წამყვანი როლი; შემოიღო სპლენომეტრიის ორიგინ. მეთოდი; სსრკ-ში პირველმა გამოიყენა ეფექტურად მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა (მკურნალობა, პროფილაქტიკა, ჭაობების ამოშრობა, კოღოს წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ.) კომპლ. მეთოდი; საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ლეიშმანიოზის ნოზოგეოგრაფიას; აღმოაჩინა ვისცერული ლეიშმანიოზის გადამტანის ახ. სახეობა, აგრეთვე ამიერკავკ. ტკიპისმიერი სპიროქეტოზი და მისი გამომწვევი სპიროქეტა, რ-საც კ-ის სახელი ეწოდა – ბორრელია (სპიროცჰაეტა) ცაუცასიცა, კანდელაკიი, 1928.
თხზ.: ექსპერიმენტული ლეიშმანიოზები, თბ., 1936; Опыт оздоровления злостно-малярийной местности, Тфл., 1927; Кавказский клещевой возвратный тиф, Тб., 1941.
ი. თოფურია