კანდელაკი ქეთევან ისაკის ასული [14(27). X. 1911, თბილისი, – 19. XI. 1982, იქვე], თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1968), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1976).
1942 დაამთავრა თსსი. 1946–57 იყო ამავე ინ-ტის კლინიკური და ბიოქიმიური ლაბორატორიების გამგე, 1966–75 – ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინ-ტის თერაპიის კათედრის პროფესორი, 1976- იდან კი – ამავე ინ-ტში ნეფროლოგიის კურსის ხელმძღვანელი.
კ. იკვლევდა ძვლის ტვინის ენდოგენური სტიმულატორების – ერითროპოეტინების გავლენას ანემიის განვითარებაზე ზოგიერთი დაავადების დროს. იყო მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 1 მონოგრაფიის ავტორი.
თხზ.: ლაბორატორიული ტექნიკა, გამოც. მე-2, თბ., 1966; ანემიის პათოგენეზის საკითხისათვის თირკმლის დაავადების დროს, თბ., 1968.