კანდელაკი ციალა გაიოზის ასული (დ. 29. III. 1930, თბილისი), მხატვარი. საქართვ. დამს. მხატვარი (1987). 1952–58 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად. ფერწერის ფაკ-ტზე (პედაგოგები: უ. ჯაფარიძე, გ. ჯაში, ბ. შებუევი, ი. გაბაშვილი, კ. სანაძე). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1959-იდან. ძირითადი ნამუშევრები: „დიდება გმირებს", „სვანეთი", „მიხეილ ხერგიანი", „იმერეთის პეიზაჟი"; პორტრეტები: „ზინაიდა კვერენჩხილაძე", „ლალო გუჯაბიძე", „ოთარ რჩეულიშვილი", „გიორგი ბოჭორიშვილი", „ლადო ასათიანი" (ყველა ქაღალდი, პასტელი). პერსონალური გამოფენები: ხელოვნების მუშაკთა სახლი (1976), საქართვ. ეროვნ. გალერეა (2001), შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი (2010). 1958– 2016 მუშაობდა ხატვისა და ფერწერის კაბინეტის გამგედ, სხვადასხვა წრის პედაგოგად მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნ. სასახლეში (ყოფ. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე).
თ. გერსამია