კავსაძე ალექსანდრე (სანდრო) გრიგოლის ძე

ა. კავსაძე

კავსაძე ალექსანდრე (სანდრო) გრიგოლის ძე (1874, სოფ. ხოვლე, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 12. VI. 1939, თბილისი), მომღერალი, ქარ­თული ­ხალხური სიმღერების შემსრულებელი (ტენორი), მგალობელი, ლოტბარი. სა­ქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე(1930). სპეც. მუს. განათლება არ მიუღია. სიმღერა შეისწავლა მამისგან, გ. კავსაძისგან (იხ. სტ. კავსაძეები), რ-იც შესანიშნავი მომღერალი და მგალობელი იყო. სწავლობდა გორის სას. სასწავლებელში და იქვე მღეროდა ს. გოგლიჩიძის გუნდში. შემდეგ ამ გუნდის ლოტბარიც გახდა. 1894- იდან ას­წავ­ლი­და სიმღერას გორის დაწყებით სკოლაში, აქვე დააარსა მომღერალთა გუნდი (ამ გუნდში მღეროდა ვ. სარაჯი­შვი­ლი). 1896– 1911 ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და მომღერალთა გუნდს თბილისში. 1911 მომღერალთა გუნდები ჩა­მო­ყალიბ­და ტყიბულსა და ჭიათურაში, სადაც 24 წელი მოღვაწეობდა. 1935 თბილისში დააარსა აღმ. სა­ქართვ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სა­ხელმწ. ან­სამბ­ლი (100-კაციანი), რ-იც წარმატებით გამოვიდა მოსკოვში (1937) ქარ­თული ხელოვნების დეკადაზე. კ-მ დიდი როლი შეასრულა ქართ. ხალხ. სიმღერების მოძიებაში, დახვეწა­სა და პოპულარიზაციაში. მან მრავალი ლოტბარი აღზარდა. მი­სი მოწაფეები იყვნენ გ. და დ. კავსაძეები (კ-ის შვილები), მ. კავ­საძე, ვ. ხატელი­შვი­ლი, ს. გველესი­ანი და სხვ. კ. ქარ­თული ხალხ. სიმღერების, განსაკუთრებით კი "ურმულისა" და "ოროველას" უბადლო შემსრულებელი და აღიარებული დიდოსტატი იყო.

ლიტ.: ა ს ი ე ­შ ვ ი ­ლ ი  ბ., კავსაძეები, თბ., 2007; გ ე გ ე ჭ კ ო რ ი  ვლ., ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, თბ., 1966.

ბ. ასიე­შვი­ლი