კავსაძე ალექსანდრე ირაკლის ძე

კავსაძე ალექსანდრე ირაკლის ძე (დ. 5. V. 1944, ქუთაისი), მილიციის გენერალ-მაიორი (1981). სა­ქართვ. სსრ შს მინისტრის მოადგი­ლე (1976–82). სა­ქართვ. რესპ. პარლამენტის წევრი (1992). საქარ­თვე­ლოს მთავრობის ვიცეპრემიერი (1992–93). საერთაშორისო ეროვნ. ურთიერთობათა და ადამიანის უფლებების დაცვის კო­მი­ტეტის თავ-რე (1993–97). სა­ქარ­თვე­ლოს ­წარმომადგენელი საერთაშ. ორგანიზაციებში (1997– 2004, ჟენევა). 2010 ილიას სახე­ლით აღიკვეცა ბერად. არის სვეტი­ცხოვლის მამათა მონასტრის მღვდელ­მსახური, არქიმანდრიტი.

ლიტ.: დ ო ლ ი ძ ე  ლ., გენერლები საქარ­თვე­ლოდან, თბ., 2003.

ლ. დოლიძე