კავსაძე ანზორ გრიგოლის (გიგუშას) ძე

კავსაძე ანზორ გრიგოლის (გიგუშას) ძე (7. VIII. 1930, ჭიათურა, – 17. XII. 2007, თბილისი), საგუნდო დირიჟორი, მომღერალი, პედაგოგი. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1970). 1956 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია საგუნდოსადირიჟორო განხრით (­ხელმძღვ. გ. ხახანა­შვი­ლი). ასპირანტურაში (საოპერო-სიმფ. დირიჟორობა, ­ხელმძღვ. ო. დიმიტრიადი) სწავლის პარალელურად ეწეოდა სადირიჟორო მოღვაწეობას. 1951–54 იყო სა­ქართვ. რადიოს კაპელის დირიჟორი და მომღერალი, 1954–58 – თბილ. კონსერვატორიის საოპერო სტუდიის გუნდის დირიჟორი, 1955–2007 – იქვე საგუნდოსადირიჟორო კა­თე­დრის პედაგოგი, 1957–66 - სა­ქართვ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სა­ხელმწ. დამს. ან­სამბ­ლის მთ. დირიჟორი, 1968–75 – ამავე ან­სამბ­ლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთ. დირიჟორი. ამ პერიოდში ანსამბლმა განსაკუთრებულ მაღალ­მხატვრულ საშემსრულებლო დონეს მიაღწია, წარმატებით გამართა გასტროლები საზღვარგარეთ (მ. შ. აშშ-სა და კანადაში). კ-ის მო­ღვაწეობის დროს ამ ანსამბლში მღეროდნენ ხალხ. სიმღერის დიდოსტატები: ი. მჭედლი­შვი­ლი, ჰ. გონა­შვი­ლი, ჯ. ხვადაგიანი, ი. ზაქაიძე, რ. საგინა­შვი­ლი და სხვ. სწორედ ი. ზაქაიძისა და რ. საგინა­შვი­ლის ნამღერი „ჩაკრულოს" კავსაძისეული ვარიანტი გაუშვეს კოსმოსში 1977.

გ. ტორაძე