კავსაძე ვლადიმერ (ლადო) ლონგინოზის ძე

კავსაძე ვლადიმერ (ლადო) ლონგინოზის ძე (7. I. 1886, სოფ. ხოვლე, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 30. XII. 1953, თბილისი), მომღერალი (ლირიკული ტენორი). სა­ქართვ. სახ. არტისტი (1943). სიმღერას სწავლობ­და თბილისში ე. ბორჯისთან. ერთ­ხანს მღეროდა ა. გ. კავსაძის გუნდში. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო მოსკოვში 1908. 1917-მდე მუ­შა­ობ­და მოსკოვის, ორენბურგის, პეტერბურგის, სმოლენსკისა და სხვ. ქალაქების ოპერე­ტის თეატრებში. კ. თბილ. მუს. კომედიის თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელიცაა. 1921-იდან მღეროდა თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში. წარმატებით შეასრულა პარტიები: აბესალომი (ზ. ფალია­შვი­ლის „აბესალომ და ეთერი"), შოთა რუსთაველი (დ. არაყი­შვი­ლის „თქმულება შოთა რუსთაველზე"), კოტე, საქო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე"), ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი"), ალფრედი (ჯ. ვერდის „ტრავიატა") და სხვ. კ-ს ჰქონდა ლამაზი ტემბრის ხმა და მაღალი სასცენო კულტურა. განსაკუთრებული წარმატებით ას­რულებდა კო­მიკურ როლებს. გა­დაღებულია კი­ნოფილმებში: „ქარიშხლის წინ" (ყა­რაჩოხელი გიჟუა, რეჟ. კ. მარჯანი­შვი­ლი; 1924); „ხანუმა" (ლევან ფანტია­შვი­ლი, რეჟ. ა. წუწუნავა; 1926) და სხვ. კ. თავისი დროის თვალსაჩინო სპორტსმენიც იყო.