კავსაძე იმერ დავითის ძე

ი. კავსაძე

კავსაძე იმერ დავითის ძე (დ. 16. VI. 1937, თბილისი), ოპერის მომღერალი (ლირიკული ტენორი). სა­ქართვ. სახ. არტისტი (1990). 1960 დაამთავრა თბილ. სა­ხელმწ. კონსერვატორია (პედ. ა. აგლაძეჩიჯავაძე, ვოკალი). კონსერვატორიაში სწავლის დროს მო­ნაწი­ლეობა მიიღო სტუდენტურ დადგ­მებში (ზ. ფალია­შვი­ლის "აბე­სალომ და ეთერი", ჯ. ვერდის "ტრავიატა", ს. რახმანინოვის "ალეკო"). 1960–64 იყო თბილ. ზ. ფალია­შვი­ლის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1964–71 გორკის (ახლანდ. ნიჟნინოვგოროდის), 1971–72 ტაჯიკეთის, 1972–75 პერმის ოპერისა და ბალეტის თეატრებში მოღვაწეობდა. 1975–77 მღეროდა ქუთაისის ოპერის თეატრში, 1977–91 კი ­კვლავ თბილისის საოპერო თეატრის სოლისტია. კ-ის რეპერტუარი მრავალფეროვანია. შესრულებული აქვს ტენორის თითქმის ყველა მთავარი პარტია, რ-თაგანაც განსაკუთრებით გამოირჩევა მალხაზი, აბესალომი (ზ. ფალია­შვი­ლის "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), კოტე (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), არზაყანი (ო. თაქთაქი­შვი­ლის "მთვარის მოტაცება"), ანჯელო (გ. ყანჩელის "და არს მუსიკა"), ლენსკი, ვოდემონი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "იოლანტა"), ალფრედი, მანრიკო, კასიო (ჯ. ვერდის "ტრავიატა", "ტრუბადური", "ოტელო"), ნადირი (ჟ. ბიზეს "მარგალიტის მაძიებელი"), არლეკინი (რ. ლეონკავალოს "ჯამბაზები"), ფაუსტი (შ. გუნოს "ფაუსტი"), ლოენგრინი (რ. ვაგნერის "ლოენგრინი") და სხვ. 1991-იდან კ. მიიწვიეს პოლო­ნეთში. შეასრულა მთავარი პარტი­ები ოპერებში: ჟ. ოფენბახის "ჰოფმანის ზღაპრები", ჟ. ბიზეს "კარმენი", ჯ. ვერდის "ნაბუკო" და "მაკბეთი", გ. დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური", ვ. ა. მოცარ­ტის "ჯადოსნური ფლეიტა", "დონ-ჟუანი" და სხვ. 2013 დაბრუნდა თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში. მოღვაწეობს როგორც ვოკალის პედაგოგ-კონსულტანტი, საოპერო დასის ადმინისტრაციის უფროსი. არის ინტერნაციონალური პრემიის ოქროს მედლის ლაურეატი (რომი, 2003).