კავსაძე მიხეილ ლონგინოზის ძე

კავსაძე მიხეილ ლონგინოზის ძე (1880, სოფ. ხოვლე, კასპის მუნიციპალიტეტი, - 10. V. 1961, თბილისი), ლოტბარი, საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1930). სპეც. მუს. განათლება არ მიუღია. 1888-94 სწვლობდა გორის სას. სემინარიაში, 1895-99 - თბილ. ქართულ გიმნაზიაში. 1897 ი. ჭავჭავაძის რჩევით შეადგინა მომღერალთა გუნდი, რ-იც 1900-03 კონცერტებს მართავდა თბილ. უბნების მუშათა თეატრებში (ნაძალადევი, ავჭალის აუდიტორია, სახალხო სახლი, ავლაბარი). 1905 დააარსა მუშათა გუნდი, რ-იც ასრულებდა რევ. სიმღერებს („მარსელიეზა“, „ძმებო, დროშა გაიშალა“! „ჩვენ ვართ მჭედელნი“ და სხვ.).

ამავე წლებში მღეროდა თბილ. სახაზინო საოპერო თეატრის გუნდში 1911 თვით ა. კავსაძემ ანდო თავისი გუნდის ხელმძღვანელობა, რ-მაც მრავალი წარმატებული კონცერტი გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, 1923-26 კ. ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის კომუნისტური უნ-ტის გუნდს. 1936 იყო გორის, 1938 კასპის, 1940 თბილ. ეთნოგრ. გუნდების ხელმძღვანელი. ამავე წელს კინოსტუდიასთან ჩამოაყალიბა გუნდი იმ მომღერალთაგან, რ-თაც 30 წლის წინ თვითონ ხელმძღვანელობდა. კ-მ ქართ. ხალხ. სიმღერას აზიარა თბილისის ფაბრიკა-ქარხნების მუშები, ხელოსნები, რკინიგზელები. ახალგაზრდობიდანვე აქვეყნებდა წერილებს ქართ. ჟურნალ-გაზეთებში მუსიკისა და მისი მესვეურების შესახებ. ჩაიწერა, დაბეჭდა და გამოსცა 200-მდე ქართ. ხალხ. სიმღერა.