„ბარამბო“

„ბარამბო“ (შპს), საკონდიტრო ნაწარმის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოში. დაარსდა 2009 სოფ. ნატახტარში (მცხეთის მუნიციპალიტეტი). აწარმოებს 200-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა სახის საკონდიტრო და ნაყინის პროდუქციას. მათ დასამზადებლად გამოიყენება ბელგიური ნედლეული, რ-საც მსოფლიო ლიდერი კომპანია „Barry Callebaut“ აწვდის. კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე გადის მსოფლიოს 16-ზე მეტ ქვეყანაში.

საწარმო სერტიფიცირებულია პროდუქციის ხარისხის და უსაფრთხოების საერთაშ. სტანდარტების შესაბამისად. მოქმედებს ხარისხის მართვის სისტემა, რ-იც შეესაბამება ISO 9001: 2008-სა და კვებითი პროდუქტების უსაფრთხოების ნორმებს, ასევე ფლობს ISO 22000:2005 სერტიფიკატს.