თავართქილაძე რევაზ პლატონის ძე (30. XI. 1920, ბაქო, – 5. IX. 2013, თბილისი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1978), სა ქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1985). 1953 დაამთავრა სა ქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (ა. ხორავას, მ. თუმანიშვილის და ლ. იოსელიანის ხელმძღვ.). 1954–59 და 1961–2013 თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრ. წამყვანი მსახიობი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა: სოხუმის კ. გამსახურდიას სახ. ქართ. სახელმწ. (1959–60 და 1996–97), თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. (1991), თ. ჩანტლაძის სახ. სატირისა და იუმორის (1990), მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა (2005), სამეფო უბნის (2006) და სხვა თეატრებში; საქართვ. ტელევიზიაში წლების განმავლობაში მიჰყავდა სატირულ-იუმორისტული ჟურნ. „ოქროპირი" და რადიოგადაცემა „თეატრი მიკროფონთან". სხვადასხვა თეატრში შესრულებული აქვს 200-მდე როლი, რ-თაგან განსაკუთრებით გამორჩეულია: ბუბლიკი (ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი"), მილოვზოროვი, ვიშნევსკი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი" და „შემოსავლიანი ადგილი"), გიუნპლენი (ვ. ჰიუგოს „კაცი, რომელიც იცინის"), მალვოლიო (უ. შექსპირის „მეთორმეტე ღამე"), სკაპენი (ჟ. ბ. მოლიერის „სკაპენის ოინები"), დონ-სეზარი (ფ. დიმანუარი და ა. დენერი „დონ სეზარ დე ბაზანი"), ოტო ფრანკი („ანა ფრანკის დღიური"), გადალენდია (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა"), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა"), ილიკო (ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ხლოპოვი (ნ. გოგოლის „რევიზორი"), ლუკა (მ. გორკის „ფსკერზე"), ილარიონი (შ. გაწერელიას „ჩვენებურები"), ფირსი (ა. ჩეხოვის „ალუბლის ბაღი") და სხვ. გახმოვანებული აქვს არაერთი მხატვრული და მულტიპლიკაციური ფილმი, რ-თაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გრაფი სეგედის კინოსახე გ. ლორთქიფანიძის მრავალსერიიან სატელევიზიო ფილმში „დათა თუთაშხია".
ლიტ.: ნ ი ნ ი კ ა შ ვ ი ლ ი კ., რევაზ თავართქილაძე, თბ., 2007.