თაბუკაშვილი ნიკოლოზ ონოფრეს ძე

ნიკონ. თ ა ბ უ კ ა შ ვ ი ლი. "გზა მთისკენ". 1973.

თაბუკაშვილი ნიკოლოზ ონოფრეს ძე (25.IV. 1915, თბილისი, –18.VII. 1981, სოფ. ღუდუმექეთი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), ფერმწერი, პედაგოგი. საქართვ. (1961) და აფხ. (1955) ხელოვნების დამს. მოღვაწე. 1945 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (ა. ციმაკურიძის კლასი). 1945–52 ასწავლიდა ი. ნიკოლაძის სახ. თბილ. სამხატვრო სასწავლებელში. 1952-იდან მოღვაწეობდა სოხუმში, იქ დააარსა სამხატვრო სტუდია, 1955 კი – სამხატვრო სკოლა (მოგვიანებით, სასწავლებელიც), რ-საც ხელმძღვანელობდა 1978 წლამდე. თ-ის შემოქმედების ძირითადი თემაა ბუნება (იმერეთის, ქართლის, აფხაზეთის პეიზაჟები). იგი ქართ. დაზგური ფერწერის რეალისტური ტრადიციების ერთგული იყო. 1965–75 წლებში სოხუმში მოეწყო თ-ის პერსონალური გამოფენები, გარდაცვალების შემდეგ – თბილისშიც. 1993 შ. ამირანაშვილის სახ. საქართვ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში გაიმართა თ-ის, მისი მოწაფეების, აფხ. მხატვრების გამოფენა. თ-ის ნამუშევრები ინახება აფხ. სამხატვრო გალერეაში, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში, აღმ. ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი) და კერძო კოლექციებში.

ლიტ.: ა რ ღ უ ნ ი  ა., ღვაწლმოსილი მხატვარი და პედაგოგი, «საბჭოთა ხელოვნება », 1976, №3; Ш е р в а ш и д з е  Л., Н.О. Табукашвили, его творчество, педагогическая и общественная деятельность, «ქართული ხელოვნება», 1987, ტ. 9В.

მ. თაბუკაშვილი