თაბუკაშვილი ოლღა ვარდენის ასული (13. III. 1934, თბილისი, – 4. XII. 2006, იქვე), კინომცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2006), საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1979). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1955) და რსფსრ მეცნ. აკად. ხელოვნებათმცოდნეობის ინ-ტის ასპირანტურა (1968). 1957–68 იყო გაზეთ „მოლოდიოჟ გრუზიის" კულტ. განყოფილების გამგე. 1970-იდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედ. და სამეცნ. მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნ-ტში. არის ავტორი მრავალი კრიტ. წერილისა და სამეცნ. გამოკვლევისა ქართ. და მსოფლიო კინოხელოვნების ისტორიის სხვადასხვა საკითხზე. საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი (1984). 1984 საქართველოში დასახელებული იყო წლის საუკეთესო კინოკრიტიკოსად.
თხზ.: ნიკოლოზ შენგელაია, თბ., 1974; Софико Чиаурели, М., 1968.
მ. კერესელიძე