თაბუკაშვილი ტრიფონ რომანოზის ძე [13 (25). II. 1866, სოფ. ფარცხნალი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 11. I. 1926, თბილისი], პედაგოგი, მეთოდისტი, საზ. მოღვაწე. 1886 დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. მუშაობდა ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად სოფ. ძიმითის (ოზურგეთის მაზრა) დაწყებით სკოლაში, ხონის საოსტატო სემინარიაში, თბილ. ცენტრ. საპედაგოგიო ინ-ტში. ავტორია სახელმძღვანელოების: „განთიადი", შრომის სკოლის II და III ჯგუფებისათვის (1923); „მეთოდიკური შენიშვნები გრამატიკის სწავლების შესახებ" (1923); „აისი" (1924); „სასვენი ნიშნების ხმარება" (1925) და სხვ.