თადუმაძე ოთარ სევერიანეს ძე

თადუმაძე ოთარ სევერიანეს ძე (დ. 15. VIII. 1935, სოფ. ხუნჯულაური, ახლანდ. სამტრედიის მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი), ინჟინერ-ელექტრიკოსი, გამომგონებელი ტექ. მეცნ. დოქტორი (1997), საინჟაკად. ნამდვილი წევრი (2012). დაამთავრა თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის ზოგადტექ. ფაკ-ტი (1968). თბილ. საავიაციო სასწ. დამთავრების შემდეგ, 1959-იდან, მუშაობდა თბილ. საავიაციო გაერთიანებაში სხვა­და­სხვა თანამდებობაზე, იყო პირველი კატეგორიის ენერგოავიაკონსტრუქტორი, 2002–06 გაერთიანების ეკონ. სახალხო უნ-ტის რექტორი. „გამოსაშვები პროდუქციის ხარისხისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლის მეთოდებისა და საშუალებების კვლევის, შექმნისა და დანერგვისათვის" სპეციალისტების ჯგუფთან ერთად 1975 მიენიჭა სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემია მეცნ. და ტექ. დარგში. 2007-იდან იყო თბილ. ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის უფრ. ინჟინერდეფექტოსკოპისტი. აქვს მრავალი გამოგონება. მ. შ. УГД უნივერსალური დისტანციური მართვის დანადგარი და СТD-M სატელევიზიო სტერეოდეფექტოსკოპი.