ელიავა ირაკლი იასონის ძე

 

ი. ელიავა

ელიავა ირაკლი იასონის ძე (23. XII. 1928, თბილისი, – 30. XI, იქვე), ბიოლოგი, ფიტოჰელმინთოლოგი, ფიტოჰელმინთოლოგიისა და ნიადაგის ზოოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1986), საქართვ. მეცნიერებათა აკად. წ.-კორ. (1988). 1953 დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ბიოლოგია-ნიადაგთმცოდნეობის ფაკ-ტი. ამავე წელს მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. ზოოლ. ინ-ტში. 1972– 82 ხელმძღვანელობდა ნიადაგის ზოოლ. ლაბორატორიას. 1982-იდან არის თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტის ზოოლოგიის კათედრის გამგე, 1987–89 – თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტის დეკანი, 1989–2005 – საქართვ. მეცნიერებათა აკად. ზოოლოგიის ინ-ტის დირექტორი, 2005-იდან ამავე ინ-ტის ნემატოლოგიის ლაბორატორიის გამგე. მისი გამოკვლევები ეხება ნიადაგის ზოოლ. ძირითად პრობლემებს (ფაუნისტიკა, ეკოლოგია), ნიადაგის ნემატოდების სისტემატიკას და მათი ფიტოპარაზიტიზმის წარმოშობის გზებს. მიღებული აქვს პ. მელიქიშვილის სახ. პრემია (1985), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

თხზ.: Определитель свободноживущих нематод семействa Qudsianematidae (Dorylaimidae), Тб., 1982; Свободноживущие не-матоды семейства Dorylaimidaе, Л., 1984; მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2002.