თოფურია ზურაბ ვლადიმერის ძე [24. III(6. IV). 1905, ვარშავა, – 30. X. 1963, მოსკოვი], ინჟინერ-რადიოტექნიკოსი. დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტ. ინ-ტი (1931), ჰქონდა გამოგონებები, რ-თაგან ცნობილია ე. წ. „მოდულაციის ხერხი თოფურიას სქემით". 1940-იდან მოღვაწეობდა მოსკოვში, ხელმძღვანელობდა სპეც. ტექ. სამუშაოებს. 1949-იდან იყო სსრკ კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე, 1954–63 – ჟურნ. „რადიოტექნიკის" პასუხისმგებელი რედაქტორი. ახ. ტიპის რადიოაპარატურის შექმნისათვის (სპეციალისტების ჯგუფთან ერთად) 1951 მიენიჭა სტალინური პრემია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.