ელიაშვილი ივანე სპირიდონის ძე (18. IV. 1864, ქუთაისი, – 12. I. 1932, თბილისი), ექიმ-ჰიგიენისტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, საზ. მოღვაწე, მწერალი. 1921–29 საქართვ. ჯანსახკომის სტატისტ. განყ-ბის უფროსი იყო. 1926 ე-ის თაოსნობით დაარსდა თსუ-ის სოც. ჰიგიენის კათედრა, რ-საც თვითონვე განაგებდა 1929-მდე. 1888-იდან თანამშრომლობდა ქართ. პრესასთან. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა" და „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების" წევრი, „სამედიცინო ფურცლის" ქართ. გამოცემის ხელმძღვანელი (1896). ჟურნ. „ჯეჯილსა" და „ნაკადულში" აქვეყნებდა საქართვ. ფლორისა და ფაუნის ამსახველ მოთხრობებს, რ-ებიც შეტანილია ე-ის წიგნში „სამშობლო ბუნების სარკე" (1911). ე-ს ეკუთვნის მოგონებები ა. წერეთელზე (მისი ანდერძის მიხედვით იგი იყო პოეტის ნების აღმსრულებელი), წვლილი მიუძღვის მისი ლიტ. მემკვიდრეობის აღნუსხვა-მოწესრიგებაში.