ელიოზიშვილი კონსტანტინე მალხაზის ძე (14. XII. 1874, სოფ. ქვემო ნიქოზი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 20. X. 1954, გორი), ექიმი. საქართველოს დამს. ექიმი (1945). 1899 დაამთავრა მოსკოვის უნ-ტის სამკურნალო ფაკ-ტი. 1900-იდან მუშაობდა თბილ. და საქართველოს სხვადასხვა რ-ნის სამკურნ. დაწესებულებებში. 1924-იდან გარდაცვალებამდე იყო გორის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი და თერაპიული განყ-ბის გამგე. შეიმუშავა ახალშობილის ასფიქსიის დროს ხელოვნური სუნთქვის ახ. წესი (1938), აღწერა ახ. ავადმყოფობა გაზაფხულის მწვავე შეშუპება (1949), შეადგინა სახელმძღვანელოები: „ადამიანის ნორმალური ანატომია" (1932), „პირველი დახმარება უბედური შემთხვევისა და უცები ავადმყოფობის დროს" (1934). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მისი სახელი ეწოდა გორის ერთ-ერთ ქუჩას.
ლიტ.: ს რ ე ს ე ლ ი ი., კოტე ელიოზიშვილი, თბ., 1976.