ბაგრატ III (1495–1565), იმერეთის მეფე 1510–65. ალექსანდრე II-ის ძე.
ენერგიულად იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ, ცდილობდა იმერეთის მთლიანობის შენარჩუნებას. ტყვეთა სყიდვის ასალაგმავად მოიწვია საეკლ. კრება, რ-მაც ტყვის გამსყიდველთათვის სიკვდილით დასჯა დაადგინა. 1533 მამია I გურიელმა და მამია III დადიანმა მეფის თანხმობით ილაშქრეს ჯიქეთს, მაგრამ დამარცხდნენ.
1535 მურჯახეთის ბრძოლაში ბ. III-მ დაამარცხა სამცხის ათაბაგი ყვარყვარე IV ჯაყელი, სამცხე დაიკავა და 10 წელი ფლობდა. 1545 სოხოისტის ბრძოლაში ბ. III დამარცხდა. სამცხეში ოსმალებმა მოიკიდეს ფეხი.