ავალიანი ვლადიმერ ლუკას ძე [19 (31). VII. 1892, სოფ. ქვედა ციხესულორი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 22. III. 1948, თბილისი], მეცნიერი ხე-ტყის მექან. დამუშავების დარგში. პროფესორი (1932).
1910 დაამთავრა ოდესის კადეტთა კორპუსი, შემდეგ (1919) – კიევის პოლიტექ. ინ-ტი. იგი იყო ერთ-ერთი დამაარსებელი (1930) ამიერკავკ. სატყეო-ტექ. სასწ. ინ-ტისა, ამ ინ-ტის ხის მექან. დამუშავების ფაკ-ტის უცვლელი დეკანი და კათედრის გამგე (1930–38).
1938-იდან (ამ ინ-ტის საქართვ. სას.-სამ. ინ-ტთან შეერთების შემდეგ) გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ხის დამუშავების ტექნოლ. კათედრას.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Мебельное производство, М., 1937; Сушка бука перегретым паром, М., 1953.