„ავადჰარა“

„ავადჰარა“, ნახშიროჟანგიანი ჰიდროკარბონატული სამკურნ.-სუფრის მინერ. წყალი ავადჰარის ხეობაში (გუდაუთის მუნიციპალიტეტი).

წყლის გამოსაცვლელის ადგილას გავრცელებულია ლიასური ასაკის თიხაფიქლები, თიხოვანი საშ. და წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვები, რ-ებიც დაფარულია მეოთხეული ნალექებით. 1947–76 ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად მინერ. წყლის საერთო მარაგი (დებიტი) არის 198 მ3 /დღ-ღ. გამოვლენილია მინერ. წყლის სამი სახეობა.

წყლის ტემპ-რა 7–9°C. ძირითადი კომპონენტების გარდა წყლისათვის დამახასიათებელია ბორმჟავა, სილიციუმმჟავა და დარიშხანა (1,5 მგ/დმ3-მდე). „ა-ს“ აქვს სასიამოვნო გემო. იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების ქრონ. დაავადებების (გასტრიტი დაბალი სეკრეტორული ფუნქციით, ჰეპატოქოლეცისტიტი რემისიის სტადიაში, კოლიტი, ღვიძლისა და ნაღველსადენი გზების ქრონ., კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, შარდ-სასქესო სისტემის დისფუნქციის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიები) სამკურნალოდ.


ტ. ჩიჩუა

ვ. ჯალიაშვილი