ადიში, ჰადიში, ხეობური მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ენგურის აუზში. საზრდოობს მწვერვალების თეთნულდის, გისტოლის, ადიშისა და ლაქუცა-ლარტყალის სამხრ. კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით. ა-ის მყინვარიდან გამოდის მდ. ადიშჭალა, ჰადიშჭალა (ენგურის მარჯვ. შენაკადი). მისასვლელი გზა სოფ. ადიშიდან.