არაშენდა, სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), საგურამოს ვაკეზე, მდ. თეზმის (არაგვის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 680 მ, მცხეთიდან 15 კმ. 226 მცხ. (2014). სოფლის სამხრ-ით, 1.5 კმ-ზე, დგას ღვთისმშობლის, სამხრ.-დას-ით კი – წმ. გიორგის ეკლესიები. ორივე ეკლესია ერთნავიანია, ნაგებია რიყის ქვით და გვიანდ. საუკუნეებით თარიღდება. ძეგლები ძლიერ დაზიანებულია.