არმაზი

არმაზი, სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტიის ზახორის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. ლეხურის (მტკვრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1220 მ, ახალგორიდან 14 კმ.

სოფელი მდებარეობს ისტ. შიდა ქართლში. მისი სახელმწ. ქართველთა წარმართულ ღვთაება არმაზს უნდა უკავშირდებოდეს. სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რასაც მოწმობს ა-იდან 2 კმ-ზე აღმოჩენილი ყანჩაეთის სამარხი – ძვ. წ. IV ს. არქეოლ. ძეგლი. ა. ადრინდ. ფეოდ. ხანაში შედიოდა ქსნის ხევში, გვიანდ. ფეოდ. ხანაში კი – საამილახვროში. 1459 იხსენიება როგორც სამთავნელის ეპარქიაში შემავალი სოფელი. სოფლის ახლოს დგას წმ. გიორგის ეკლესია (864; იხ. არმაზი ქსნისა).

ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: გაგოშიძე ი., ადრეანტიკური ხანის ძეგლები ქსნის ხეობიდან, თბ., 1964; გ ვ ა ს ა ლ ი ა  ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, [ტ.] 3; მაკალათია ს., ლეხურის ხეობა, თბ., 1964.

ჯ. გვასალია