„არიფიონი“

„არიფიონი“, ქართველ მწერალთა გაერთიანების „არიფიონის“ მხატვრულ-ლიტერატურული კრებული. გამოვიდა ერთი ნომერი (378 გვ.) 1928, თბილისში. რედაქტორები – გ. ქიქოძე და ვ. გორგაძე. ჟურნალი რეალიზმის პოზიციაზე იდგა, ეროვნ. ენერგიის შენარჩუნებასა და კულტ. ტრადიციების დაცვა-განმტკიცებას ქადაგებდა. „ა-ის“ თანამშრომლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ შემოქმედთა პირად კავშირებს, ურთიერთშორის მეგობრულ დამოკიდებულებას. კრებულში დაიბეჭდა მ. ჯავახიშვილის „დამპატიჟე“, ლ. ქიაჩელის „თავადის ქალი მაია“, ბ. მელიქიშვილის „მკერდშებოლილი მერცხალი“, ს. შანშიაშვილის, ი. მოსაშვილის, ვ. გორგაძის ლექსები, კ. ჭიჭინაძის, კ. კაპანელის გამოკვლევები, პ. ქავთარაძის მიერ თარგმნილი პლატონის დიალოგი „კრიტონი“ და სხვ.


ნ. ტაბიძე